11:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 20:17:59, 2113 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადური მომხმარებელთა დაცვის კანონისა და პოლიტიკის მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის მე-2 შეხვედრას ესწრება

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ორგანოში (UNCTAD), მომხმარებელთა დაცვის კანონისა და პოლიტიკის მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის მე-2 შეხვედრას ესწრება. 

შეხვედრა 3-4 ივლისს, ჟენევაში, გაეროს ოფისში იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა დაცვის ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს, მომხმარებელთა დაცვის სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა განიხილეს. 

ასევე, UNCTAD-ის სამდივნომ მომხმარებელთა დაცვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო წარმოადგინა, რომელიც მსოფლიოში არსებული პრაქტიკის ანალიზის შედეგად შემუშავდა. ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გაეროს სახელმძღვანელო დოკუმენტების იმპლემენტაციისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 

შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნოდარ ხადური, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, 5-7 ივლისს, ასევე დაესწრება კონკურენციის კანონისა და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის მე-16 შეხვედრას. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics