|
2017-06-15 17:49:02, 1205 ნახვა
სხვადასხვა
მოლდოვას დელეგაცია პარტიების ტრენინგებით დაინტერესდა
დღეს, 15 ივნისს, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა მოლდოვას დელეგაციას: საარჩევნო ადმინისტრაციისა და პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პროექტის მიზანია: პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გადამზადება საარჩევნო სამართლის მიმართულებით. „მოცემული ტრენინგი, უზრუნველყოფს მიმდინარე წლის არჩევნებისთვის მზაობას, რათა ადგილობრივი არჩევნები მეტი დემოკრატიულობითა და ნაკლები კანონდარღვევის გარეშე ჩატარდეს.“- განაცხადა მერი კაპანაძემ . საერთაშორისო დელეგაცია დააკვირდა პროექტის ,,ძლიერი პოლიტიკური პარტიები- დედაქალაქის განვითარებისათვის“ მიმდინარეობის პროცესს და დადებითად შეაფასა აქტივობები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ უცხოელ დელეგატებს, გააცნო ორგანიზაციის გეგმები, მიზნები და მისწრაფებები. მერი კაპანაძის თქმით, პროექტის მიზანია: “პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება საარჩევნო სამართლის მიმართულებით. „ვიმედოვნებ, პროექტის შედეგად მოხდება საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება. სამომავლოდ, უფრო აქტიურად ჩავერთვებით საარჩევნო სისტემების რეფორმებისა და საკანონმდებლო დახვეწის პროცესში“ გაცნობებთ, რომ ორგანიზაცია ICDI 2009 წლის 29 აპრილს დაარსდა აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ადვოკატირების მიმართულებით, უზრუნველყოფს არჩევნების პოპულარიზაციას სამოქალაქო საზოგადოებაში და ნდობის განმტკიცებას საარჩევნო პროცედურების მიმართ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)