|
2015-04-17 18:30:51, 955 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო საფოსტო ბაზრის კვლევას იწყებს
ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, საერთაშორისო საკონსულტაციო-აუდიტორული კომპანია KPMG საფოსტო ბაზრის კვლევას ახორციელებს. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გარკვეული რაოდენობის დასახლებული პუნქტების მოსახლეობაში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ჩატარდება მომხმარებელთა გამოკითხვა საფოსტო მომსახურებით უზრუნველყოფის მდგომარეობის თაობაზე. კომპანია ასევე განახორციელებს ფოსტის სფეროში მოქმედი მეწარმე სუბიექტების საქმიანობის ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემების კვლევას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საფოსტო ბაზრის ასეთი სახის ფართომასშტაბიანი კვლევა პირველად ტარდება. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ კვლევაში მოსახლეობის, ასევე ფოსტის სფეროში მოქმედი კომპანიების აქტიური მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საფოსტო ბაზრის კვლევის შედეგად ჩამოყალიბებულმა სამოქმედო პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ფოსტის სფეროს შემდგომ განვითარება/სრულყოფას, მაღალხარისხიანი საფოსტო მომსახურებებით (მათ შორის, უნივერსალური საფოსტო მომსახურებით) მომხმარებელთა უზრუნველყოფას, აღნიშნულ სფეროში კონკურენციის განვითარებას და ა.შ. აღნიშნული კვლევის შედეგები ფოსტის სფეროში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტებშიც აისახება, რის შემდეგაც მათი ინიცირება საქართველოს პარლამენტში სრულყოფილი სახით მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)