|
2017-06-09 16:17:27, 1699 ნახვა
სხვადასხვა
„ალი და ნინო“ brightside.me-ს მსოფლიოს საუკეთესო სკულპტურების სიაში მოხვდა
უცხოური საიტი brightside.me მსოფლიოს საუკეთესო ტოპ 15 სკულპტურას აქვეყნებს. აღნიშნულ სიაში ქართველი მოქანდაკის თამარ კვესიტაძის სკულპტურა "ალი და ნინოც" მოხვდა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, "ალი და ნინო" მარადიული სიყვარულისა და ურთიერთგაგების არსის მატარებელი ქანდაკებაა. ის ბათუმის ერთ-ერთ უმშვენიერეს სიმბოლოდ იქცა. ცნობისთვის, ქალისა და მამაკაცის მოძრავი ქანდაკება 8 მეტრის სიმაღლისაა. ის ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომან "ალი და ნინოს" სახელს ატარებს. 2010 წელს შექმნილი ქანდაკება, სიყვარულთან ერთად, ევროპისა და აზიის გადაკვეთის, დაკავშირების და შეერთების სიმბოლოდაც იქცა. რაც შეეხება სხვა ნამუშევრებს: კანადა, "საოცრებათა ქვეყანა"
ამერიკის შეერთებული შტატები, "კარმა"
აშშ, "უკანასკენლი სადილი"
ავსტრალია, "ბრილიანტები"
დუბაი, "ბალანსის სკულპტურა"
ნიდერლანდები, "მევიოლინე"
გაერთიანებული სამეფო, "პორშე სიჩქარის ფესტივალზე"
ავსტრალია, "წარმატების კიბე"
"დროის გარდაუვალობა"
საფრანგეთი, "გრავიტაციის თვისებები სპილოსთვის"
საბერძნეთი, "მორბენალი"
მექსიკა, "წყლისქვეშა სკულპტურები"
"ინვენცია"
გერმანია, "The bather"
საქართველო, "ალი და ნინო"
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|

















ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)