|
2017-05-25 20:59:17, 2183 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
Buzzfeed-მა 17 ადგილი დაასახელა, სადაც ტურისტები აუცილებლად უნდა ჩავიდნენ - 10 ადგილზე თბილისია
გამოცემა Buzzfeed-მა 17 ადგილი დაასახელა, სადაც ტურისტები აუცილებლად უნდა ჩავიდნენ. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ვიზიტორებმა ეს ადგილები რაც შეეძლება მალე უნდა მოინახულონ. Buzzfeed-ის სიაში, საქართველოს დედაქალაქიც მოხდა. ავტორმა სტატია TripAdvisor-ის რევიუების მიხედვით მოამზადა, სადაც საქართველო ერთ-ერთ ყველაზე კარგ შეფასებებს იღებს. ის ყურადღებას არამხოლოდ ქვეყანაზე, არამედ ქალაქებზე ამახვილებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ჩამოთვლილი ქალაქები, სავარაუდოდ, მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადები იქნებიან. „საქართველოს დედაქალაქი ულამაზესი ძველი ქალაქია, რომლის ქვაფენილიანი ქუჩები და ისტორიული შენობები ელოდებიან, თუ როდის აღმოაჩენენ მათ. საკვები აქ განსაკუთრებულად კარგია. მოგზაურები თბილისს ყველაზე გასაოცარ და ორიგინალურ ქალაქს ეძახიან“, - ნათქვამია სტატიაში. გარდა თბილისისა, აღნიშნულ სიაში მოხვდვენ: ჯოდპური (ინდოეთი), ელ-ნიდო (ფილიპინები), ჟერიკოაკოარა (ბრაზილია), ეილათი (ისრაელი), ბაქო (აზერბაიჯანი), ხაკო (კოსტა-რიკა), იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკა), სან-ხოსე-დელ-კაბო (მექსიკა), და-ლატი (ვიეტნამი), უისტლერი (კანადა), კიჰეი (ჰავაის კუნძულები, აშშ), ლას-პალმასი (კანარის კუნძულები, ესპანეთი), ყაზანი (რუსეთი), კიევი (უკრაინა), ოკლენდი (ახალი ზელანდია) და ვროცლავი (პოლონეთი). ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე: https://www.buzzfeed.com/jemimaskelley/travel-destinations?utm_term=.fykll2MYEp#.wuGmmy2B97
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)