08:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 17:01:50, 874 ნახვა

სხვადასხვა
სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეზე ხვალ ახალ მტკიცებულებებს წარადგენენ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმეზე მომდევნო მოსამზადებელი სხდომა ხვალ გაიმართება.

პროცესზე მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატი როინ მიგრიაული დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს.

მოსარჩელე მხარე ასევე დააყენებს შუამდგომლობას კონკრეტული მოწმის დაკითხვის შესახებ, რომელიც ადვოკატის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.

„ჩვენი მიზანია მოსამზადებელი სხდომა მალე დასრულდეს და საქმის არსებით განხილვაზე დროულად გადავიდეთ. წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ კონკრეტული ოქმების სეოკიდან გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა, რის შემდეგაც ჩვენ თავად მოვიპოვეთ ეს ოქმები საჯარო რეესტრიდან. სწორედ ამ ოქმებს წარვუდგენთ მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილს და შუამდგომლობით მივმართავთ საქმეს თან დაურთოს“,- აღნიშნა როინ მიგრიაულმა.

სეოკ-ის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი, რომელიც მოითხოვს გაბათილდეს ყრილობის შედეგები და ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

საქმეზე ორი სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა, რომელზეც მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის რამდენიმე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა სეოკ-ში ექვსი ორგანიზაციის გაწევრიანების ოქმების მტკიცებულებად დართვის შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლებმაც მოსარჩელის მტკიცებით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არალეგიტიმურად მიიღეს მონაწილეობა.

მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა შუამდგომლობა, საქმეს თან დაერთოს ფაქტების კონსტანტაცია. თუმცა, სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, საქმეს თან დაერთოს სეოკი-ც 136 სუბიექტის შესახებ ინფორმაცია.

მოსამზადებელ სხდომაზე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა როინ მიგრიაულმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა, რომელიც რეგიონულ ორგანიზაციებს ეხება. აღნიშნულის განსახილველად სასამართლომ და მოპასუხე მხარემ დრო მოითხივეს. გადაწყვეტილება 25 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება.

მოსამზადებელი სხდომა 25 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics