|
2015-04-15 16:20:23, 951 ნახვა
ეკონომიკა
თებერვალთან შედარებით, მარტში მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ 2015 წლის მარტის ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მარტში 2015 წლის თებერვალთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,0 %-ით გაიზარდა. ინდექსი გაზრდილია 2014 წლის მარტთან შედარებით 7,2 %-ით და 2005 წლის საშუალოსთან შედარებით 74,4 %-ით. ფასები გაზრდილია საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე. "2015 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასების 0,8 %-ით ზრდამ, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე 0,69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (2,3%) და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (4,7 პროცენტი). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა ქიმიურ წარმოებაზე (-4,3 პროცენტი) და მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (-1,2 პროცენტი),“ - ნათქვამია საქსტატის განცხადებაში. 12-თვიან პერიოდში კი ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე - დამამუშავებელი მრეწველობა და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება. "დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები გაიზარდა 9,3 %-ით და შესაბამისად, სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 7,61 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (16,5 პროცენტი), მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (7,7 პროცენტი) და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (32,5 პროცენტი). ფასები 19,9 პროცენტით შემცირდა ქიმიურ წარმოებაზე. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - ფასები შემცირდა 3,4 პროცენტით, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე -0,44 პროცენტული პუნქტით აისახა,“ - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)