|
2017-05-19 20:31:45, 2538 ნახვა
მსოფლიო სხვადასხვა
კრემლის გუმბათით დაფარული თეთრი სახლი - ჟურნალ Time-ის ახალი ნომერი
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა ახალი ნომერი გამოუშვა, რომლის გარეკანზე თეთრი სახლი კრემლის გუმბათით, წითელ ფერებშია წარმოდგენილი. ჟურნალის რედაქციისთვის ინსპირაციის წყაროდ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარშემო აგორებული სკანდალებია. ბოლო პერიოდში მედიაში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, ტრამპსა და რუსეთს შორის არსებულ კავშირებზე. მედიასა და საზოგადოებაში დიდი რეზონანსი ასევე, აშშ-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტმა და დონალდ ტრამპის მიერ შეხვედრის დროს ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის სავარაუდო გაჟღერებამ გამოიწვია. გარდა ამისა, მორიგი სკანდალი FBI-ის დირექტორის ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხება. New York Times-ის ინფორმაციით, ჯეიმს კომი თანამდებობაზე ყოფნის დროს ტრამპსა და რუსეთს შორის არსებულ კავშირებს, ასევე კრემლის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევას იძიებდა. აშშ-ში არსებობს ვერსია, რომ დონალდ ტრამპმა კომის გადაყენების გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნული გამოძიების გამო მიიღო. დონალდ ტრამპი ყველა აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს, ხოლო FBI-ის დირექტორის გადაყენების მიზეზად მის მიერ "ბიუროს არაეფექტურად" მართვას ასახელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)