|
2017-05-17 13:00:35, 1511 ნახვა
საზოგადოება
საქართველო-ევროკავშირის მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ასოცირების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა
17 მაისს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების თანამშრომლობის ფარგლებში თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების საკითხებზე ქვეკომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა. დელეგაციას, რომელსაც ევროპარლამენტის აღმოსავლეთის პარტნიორობის ორმხრივი განყოფილების უფროსი დირკ შუბელი ხელმძღვანელობდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდა, აგრეთვე, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროს გაჯანსაღებისთვის ქვეყანაში ხორციელდება. გოჩა ლორთქიფანიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე და ევროკავშირთან მიღწეულ წარმატებაზე − უვიზო მიმოსვლაზე; საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, აგრეთვე სასამართლო სისტემის და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიღწევებზე. დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს არასრულწლოვანთა კოდექსის მიმართ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთია ყველაზე წარმატებულ რეფორმებს შორის. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების თანამშრომლობის ფარგლებში თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების ქვეკომიტეტის შეხვედრა წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა; ორგანიზებული დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების საკითხები (მათ შორის, ფულის გათეთრება და ტერორიზმთან ბრძოლა); სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი თანამშრომლობა; მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის საკითხები და სხვა. ქვეკომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრები, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. ქვეკომიტეტის შეხვედრები ყოველ წელს მონაცვლეობით იმართება თბილისსა და ბრიუსელში. მიმდინარე წელს ქვეკომიტეტის შეხვედრას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უმასპინძლა. (NS)
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)