11:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 23:18:31, 1569 ნახვა

საზოგადოება
შსს: 17 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

17 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება. 16 მაისს, 21:00 საათიდან გადაიკეტება ვარდების მოედანი. 17 მაისს, 09:30 საათიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალება - თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე. ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ. სატრანსპორტო მოძრაობა აქციების დასრულებისთანავე აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ულტრანაციონალისტების ჯგუფი "ქართული ძალა" "ედელვაისი" და სხვა დაჯგუფებები ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ 17 მაისს მსვლელობას მოაწყობენ. ასევე, დაგეგმილია საპატრიარქოს მიერ დაანონსებული ოჯახის დღის აღსანიშნავი მსვლელობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics