|
2015-04-14 15:49:14, 891 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი სესიაშვილი: სათამაშო ბიზნესს ქვეყანაში სერიოზული შემოსავლები შემოაქვს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სათამაშო ბიზნესი ახალგაზრდა თაობისთვის პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ის ქვეყანაში სერიოზული შემოსავლების შემოსვლას უწყობს ხელს. ამის შესახებ სესიაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც პატრიარქი სათამაშო ბიზნესის პრობლემებზეც საუბრობს. „ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ბიზნესით საკმაოდ სერიოზული შემოსავლები შემოდის ქვეყანაში. მათ შორის, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, ამიტომ ამ თემაზე ასე მარტივად უარის თქმა, მე სწორად არ მიმაჩნია. ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ“, - განაცხადა სესიაშვილმა. მისივე თქმით, იმ რისკების შემცირება უნდა მოხდეს, რაც ახალგაზრდა თაობაში გარკვეული პრობლემების წარმოქმნას იწვევს. „ამას უნდა ვებრძოლოთ და არა შედეგიდან გამომდინარე მარტივად გავაუქმოთ ყველაფერი. მიმაჩნია, რომ ასაკის ზღვარის შეზღუდვით უნდა შევამციროთ ეს რისკები“,- აღნიშნა სესიაშვილმა. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში სათამაშო ბიზნესის პრობლემებზე საუბრობს. "შევეხები მეტად საშიშ და სერიოზულ პრობლემას, - სათამაშო ბიზნესს. ეს საქმიანობა, მართალია, ბიუჯეტისთვის, ალბათ, მომგებიანია, მაგრამ იგი იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია. ჩვენთან კი მას ბოლო დროს ინტერნეტ-სამორინეც (კაზინო) დაემატა. თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტ-სივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს; ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან. კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე; ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა. . . ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით, და შესაძლებლობისამებრ, დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი." - წერია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)