11:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 11:26:16, 1483 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკლესიისთვის ყოველწლიურად 25 მილიონი ლარის გამოყოფა უნდა გაგრძელდეს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (43%) მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყოველწლიურად მართმადიდებლური ეკლესიისთვის 25 მილიონი ლარის გამოყოფა უნდა გააგრძელოს.

14% თვლის, რომ სახელმწიფო ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხა უნდა გაზარდოს; 20%-ის თქმით, ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხა უნდა შემცირდეს;  8%-ის აზრით, სახელმწიფომ ეკლესიისთვის თანხები საერთოდ არ უნდა გამოყოფს; 13%-მა არ იცის, 1%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევის საველე სამუშაოები  7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით),  2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics