20:01 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 18:25:14, 960 ნახვა

სამხედრო
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი DIB-ში გრძელდება

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB)  უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი  გრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულის განმავლობაში მონაწილეებს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების თემებზე ლექციებს უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები  უკითხავენ.

მათივე ცნობით, დღეს, კურსის მონაწილეები ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასა და მის პრიორიტეტებს გაეცნენ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ივლიანე ხაინდრავამ   ლექცია თემაზე - „რეგიონული თანამშრომლობა“ წაიკითხა. 

მან ყურადღება სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ ცენტრებს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობებსა და საგარეო კურსზე გაამახვილა. საუბარი შეეხო,  ასევე, რუსეთ-თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობასა და საქართველოს მიმართ ამ ქვეყნების დამოკიდებულებას.

უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც  DIB უსაფრთხოების  სექტორის აუდიტორიას სთავაზობს.

კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულის გარდა, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს  მოიცავს.

 (NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics