|
2026-08-17 19:42:43, 255 ნახვა
სამართალი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული ფული სუს-ის ყოფილი უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან სუს-ის შენობაში, მისივე კაბინეტში მიჰქონდა. "დაცვის მხარეს შევახსენებ, რომ საუბარია ქრთამის მოთხოვნასა და გადაცემაზე, ბუნებრივია, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები სახალხოდ, საჯაროდ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის თანდასწრებით არ ხდება. ეს ხდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. როგორც მოწმე აცხადებს, მიქაუტაძეს ლილუაშვილთან თანხა სამსახურში, სუს-ის შენობაში, მისივე კაბინეტში მიჰქონდა [...] აქ საუბარია იმ პერიოდზე, როცა უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილს თანხა რომეო მიქაუტაძისგან გადაეცა - ამ კუთხით, შესაბამისი კომპანიებისგან გამოთხოვილია ინფორმაცია და მათი მობილურებისა და ინტერნეტ ტრაფიკების შესწავლით დადგენილია, რომ ისინი ერთსა და იმავე პერიოდში ერთი და იგივე ადგილზე იმყოფებოდნენ". - თქვა პროკურორმა. გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მომდევნო პროცესი დღეს, 17 აგვისტოსაც იმართება. დახურულ სხდომაზე სწორედ რომეო მიქაუტაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ცნობისთვის, საქმის პროკურორის თქმით, რომეო მიქაუტაძემ წინაზე სხდომაზეც თქვა, რომ მას მეწარმეებისთვის თანხის მოთხოვნას პირადად ლილუაშვილი ავალებდა. "მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხული. პირადად გადასცა და დავალებაც მან პირადად მიიღო, რომ წამოეღო, მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისაგან." - ამბობს პროკურორი. ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა გამოკითხული ის ბიზნესმენები, ვისგან ქრთამის აღებასაც ედავება ლილუაშვილს პროკურატურა? ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ ერთ-ერთი პირი დაკითხულია. პროკურორის განცხადებით, ბიზნესმენმა თქვა, თუ როგორ გამოართვა მიქაუტაძემ მას თანხა და ეს "შეიფუთა, როგორც სახელმწიფო ინტერესი." "ანალოგიური გაიმეორა სხვათაშორის დღეს დაკითხულმა მოწმემაც. ჩვენებები აბსოლუტურად თანხვედრაშია. რა თქმა უნდა, რომეო მიქაუტაძეს ანგარიში არ ჩაუბარებია მისთვის, თუ ვისთვის მიჰქონდა თანხა. შეფუთა, როგორც სახელმწიფო ინტერესი. მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი. შესაბამისად ისაუბრა იმაზეც, როგორ მოახდინა საკმაოდ სოლიდური თანხის აკუმულირება." - განაცხადა პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)