|
2017-05-01 17:35:50, 2191 ნახვა
პოლიტიკა
„ახალგაზრდული საბჭოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში" სხდომა გაიმართა
საქართველოს მთვრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილი "ახალგაზრდული საბჭოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში" შეხვედრა გაიმართა. საბჭო წარმოადგენს საკომუნიკაციო არხს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა (ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე) და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის, რომლის ერთ-ერთ მიზანს საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა და მათთან მუშაობა, პრობლემატიკისა და გამოწვევების შესწავლა და ანალიზი იქნება. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების - "ევროპული ახალგაზრდული ცენტრი", "მომავალ დიპლომატთა კლუბი", "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი", "ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაცია", „YATA საქართველო" წარმომადგენლები. საბჭოს შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზე. ასევე, შეაჯამეს ნატოს დღეები 2017-ის ფარგლებში რეგიონებში განხორციელებულ საინფორმაციო კამპანია. ასევე, „ევროპის კვირეული 2017“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)