|
2026-06-30 22:31:39, 3447 ნახვა
მსოფლიო
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
„დოსიეს ცენტრის“ ცნობით, კიდევ ერთი იახტა, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი საყვარელი, ალინა კაბაევა იყენებდნენ, რუსეთი დატოვა. საუბარია 71-მეტრიან გემ „ვიქტორიაზე“. „ვერსტკას“ ცნობით, რომელიც MarineTraffic-ის სერვისს ეყრდნობა, იახტა 26 ივნისს კრასნოდარის ტერიტორიიდან ბოსფორის სრუტის გავლით თურქეთისკენ გაემართა. 28-29 ივნისს გემი სტამბოლის პენდიკის რაიონში იყო გაჩერებული, სანამ კურორტ ბოდრუმისკენ გაემართებოდა, სადაც სამშაბათს საღამოს ჩასვლას ელოდებიან. ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინთან დაკავშირებული 82-მეტრიანი „გრეისფული“ თურქეთისკენ მიემართებოდა. მას რუსული გამანადგურებელი და სამაშველო გემი „ვოევოდა“ ახლავს. იახტამ ტრანსპონდერი 2022 წლის შემდეგ პირველად გაააქტიურა, როდესაც ბალტიის ზღვაში გერმანიისა და დანიის სანაპიროებს შორის იმყოფებოდა, თუმცა, მედიაში მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, მდებარეობის მონაცემების გადაცემა შეწყვიტა. Marine Traffic-ის ცნობით, „გრეისფული“ ამჟამად სტამბოლისკენ მიემართება. თურქეთში ჩასასვლელად მას ევროპის გარშემო ნაოსნობა მოუწევს. ჩამოსვლა 12 ივლისს არის მოსალოდნელი. დოსიეს ცნობით, ორივე იახტა სევმაშის გემთსაშენ ქარხანაში აშენდა. ფორმალურად, „ვიქტორია“, რომლის ღირებულება 2023 წელს 50 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, პრეზიდენტის მეგობრის, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს კუთვნილ კომპანიებს ეკუთვნის. იახტა სოჭში მდებარეობს და რეგულარულად დაცურავს იდოკოპასის კონცხზე, სადაც ე.წ. „პუტინის სასახლეა“. კაბაევას ნაცნობმა განაცხადა, რომ ის და მისი მეგობრები ხშირად იყენებენ გემს. „გრეისფული“ 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული. აშშ-მ გემი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციებად დააწესა და მას „კოსატკა“ ეწოდა. ომამდე ცოტა ხნით ადრე ის ჰამბურგის გემთსაშენ ქარხანაში რემონტს გადიოდა. სულ, გამომძიებლების გათვლებით, პუტინს ცხრა იახტა ჰყავს: ზემოთ ჩამოთვლილი იახტების გარდა, ესენია 54 მეტრიანი „ჩაიკა“ (ადრე სირიუსის სახელით ცნობილი), რომლის ღირებულება 30 მილიონი ევროა, 46 მეტრიანი „შელესტი“ (23,9 მილიონი დოლარი), 37 მეტრიანი „ალდოგა“ (14-16 მილიონი დოლარი), 32 მეტრიანი „ნეგა“ (12,2 მილიონი დოლარი), 57 მეტრიანი „ოლიმპია“ (37 მილიონი დოლარი), 38 მეტრიანი „ორიონი“ (14-16 მილიონი დოლარი) და 140 მეტრიანი „შეჰერაზადა“ (583,1 მილიონი ევრო).
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)