|
2017-04-30 14:18:21, 737 ნახვა
სამხედრო
I ქვეით ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნა
დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები 26 წლის გახდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებით, გორში დისლოცირებულ I ქვეით ბრიგადას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ესტუმრნენ. მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალის შემკობის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან გუშინ დაბრუნებულ I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეულს შეიარაღებული ძალების დღე და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები გაიხსენა და დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში ქართული ჯარის როლი აღნიშნა. „ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული,“ - მიმართა მთავრობის მეთაურმა ქართულ ქვედანაყოფს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. მან თითოეული რიგითის, სერჟანტის, ოფიცრის ღვაწლი აღნიშნა და განაცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო, გიყვარდეს სამშობლო და დაიცვა ეროვნული ღირსება. სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად „გმირების ხეივნის“ გამწვანებაშიც მიიღეს მონაწილეობა. მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერეს და ჯარისკაცების ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას გორში, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი, ზაალ კაპანაძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკები ნიკოლოზ ჯანჯღავა, ზაზა ჩხაიძე და შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ. ქართული არმიის დღესთან დაკავშირებით, ბრიგადაში კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა. ოფიციალურ პირებთან ერთად, სამხედრო ბაზას სამხედროების ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეებიც ესტუმრნენ. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ, ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი. (NS)
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)