|
2017-04-27 19:35:45, 762 ნახვა
სამხედრო
წვევამდელებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი დაასრულეს
წვევამდელებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი დაასრულეს. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საბრძოლო მომზადება განახლებულია და იმ კურსს შეესაბამება, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. კურსის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე მომზადებას, სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, ახალწვეულები სხვადასხვა ქვედანაყოფში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში შეიარაღებული ძალებში იმსახურებენ. მათ საბრძოლო მომზადების საათები ყოველდღიურად ექნებათ, ისევე, როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც კი, შესაბამის ქვედანაყოფში ჩატარდება. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი ალგეთის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. წვევამდელებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ მიულოცეს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული მსახური უსურვეს. დღესვე, რეკრუტებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. დღესვე უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი სერჟანტი მალხაზ გორელიშვილი დაჯილდოვდა. მან მედალი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული ოცწლიანი სამსახურის გამო მიიღო. საზეიმო ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ, რომლებსაც ღონისძიების დასრულების შემდეგ ჯარისკაცებთან გასაუბრებისა და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცათ. ახალწვეულების პირადი შემადგენლობა ცენტრის კაპელანმა, მამა ალექსანდრემ დალოცა. (NS)
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)