19:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 13:22:42, 1775 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე ირანთან შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებასა და ასევე ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე ირანის ხელისუფლებასთან გარკვეული შეთანხმებებია მიღწეული.

ამის შესახებ პრემიერმა ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ესჰაყ ჯაჰანგირთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები და მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმებები, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას მათ განსახორციელებლად. კერძოდ, საუბარია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე და ასევე, ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე.

ძალიან მისასალმებელია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თან ახლდა მნიშვნელოვანი ბიზნესფორუმი, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს მნიშვნელოვანი პროექტები. ასევე მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ საქართველო ირანელ ინვესტორებს სთავაზობს გამორჩეულ ბიზნესგარემოს და ამასთანავე, ევროპასა და ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას. ძალიან გვახარებს, რომ ირანელი ტურისტების რიცხვი საქართველოში დღითიდღე იზრდება და ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ტურისტულ სააგენტოებს შორის გავააქტიუროთ თანამშრომლობა, რათა უფრო მეტი ქართველი ტურისტი ეწვიოს ირანს.

ჩვენი მხრიდან, გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, რათა ყველა ბარიერი, რომელიც შეიძლება არსებობდეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაში, მოვხსნათ, რათა მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას, ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ძალიან გულთბილი მასპინძლობისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics