|
2026-06-30 16:28:47, 2021 ნახვა
პოლიტიკა
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. გიორგი გახარიას პარტია მომხდარ ფაქტს სისტემურ დანაშაულად აფასებს. "ეს სისტემური დანაშაულის გამოვლინება, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა იყო. ამის კადრები არსებობს და გაშიფრვა ძალიან მარტივად შეიძლება. უკვე 4 დღე გავიდა და პროკურატურა ვალდებული იყო, გამოძიება დაუყოვნებლივ დაეწყო. ამას ჩვენი წერილობითი მიმართვა არ სჭირდებოდა. მაგრამ, რადგან ვნახეთ, რომ დღემდე არანაირი რეაგირება არაა, ამიტომ პროკურატურას წერილობით მივმართეთ, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს". - თქვა პარტიის დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის წლიური ანაგრიშის წარდგენის დროს გახარია საქართველოსთვის დეპუტატებსა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, გავრცელებული კადრებში ჩანს, როგორ ძალადობენ ივანიშვილის დეპუტატები გახარიას პარტიის დეპუტატ გიგა ფარულავაზე.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)