|
2017-04-10 17:51:34, 2366 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანატოლი ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება სურს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერის და ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, კრემლთან, რეგიონის რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის პერსპექტივებს განიხილავენ, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. "მე ყოველთვის აღვნიშნავდი და ახლაც ვიტყვი, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების სურვილი აქვს. ეს სურვილი ხალხს 1920-იანი წლების მერე აქვს", - აღნიშნა ბიბილოვმა. მავე დასძინა, რომ 3 წელიწადში შესრულდება 100 წელი, რაც ოსები "სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულებში" ცხოვრობენ. "ვთვლი, რომ აბსოლუტურად არასწორია. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციასთან რეფერენდუმის გამართვის საკითხი აუცილებლად განიხილება", - დასძინა ე.წ სპიკერმა. ცნობისთვის, ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში გამოაცხადა. ახლა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სუვერენიტეტს მხოლოდ 5 სახელმწიფო აღიარებს: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და ტუვალუ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)