|
2017-04-10 16:16:09, 1519 ნახვა
საზოგადოება
რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდის მიერ შერჩეული სტუდენტები ლიბერთი ბანკის სტიპენდიანტები გახდნენ
არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდმა ორწლიანი საქმიანობის შედეგები წარადგინა. სასტიპენდიო ფონდი 2015 წლიდან აფინანსებს რეგიონებში მცხოვრებ სწავლაზე ორიენტირებულ სტუდენტებს, რომლებმაც ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თუმცა სოციალური პირობების გამო ვერ მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება. გორის, სამცხე ჯავახეთის, ა.წერეთლის (ქუთაისის) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფონდის მიერ დაფინანსებული 23 სტუდენტიდან 3 ლიბერთი ბანკის სტიპენდიანტია. საღამოს ესწრებოდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლები, განათლების ექსპერტები და ფონდის დონორები, რომლებმაც განათლების სფეროში ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე საზეიმოდ გაფორმდა მემორანდუმი სასტიპენდიო ფონდს, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტსა და უნივერსიტეტებს შორის. " ორი წლის მანძილზე ფონდმა შეძლო 23 სტიპენდიანტის დაფინანსება რეგიონის 4 უნივერსიტეტში. ჩვენ ვეხმარებით იმ სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო გრანტს მიღმა დარჩნენ და რეალურად, სხვა დაფინანსების წყარო არ გააჩნიათ. მადლობას ვუხდი ჩვენს დონორებს, ყველას, ვინც გვერდში გვიდგას და ვისთვისაც განათლების სფერო პრიორიტეტია" - განაცხადა რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდის თანადამფუძნებელმა, ნათია ბუკიამ. „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სასტიპენდიო ფონდის ამ სასიკეთო საქმეში. ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის სწორედ განათლება, რადგან ვთვლით რომ, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროფესიონალური ცოდნისა და უნარჩვევების მიღება, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება და ფინანსური უზრუნველყოფა." - განაცხადა ლიბერთი ბანკის დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა. (NS)
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)