|
2026-05-26 12:27:44, 3336 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. " თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე, კარგად უნდა გავაცნობიეროთ: დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა - დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი. [...] ჩვენ, მუდამ უნდა გვახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი, პატივი მივაგოთ და შევინარჩუნოთ, დავიცვათ და განვამტკიცოთ მათი მონაპოვარი; ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად შევძლოთ ერთიანი, განვითარებული საქართველოს შენება და ჩვენს შვილებს ბევრად უფრო ძლიერი, მტკიცე და თავისუფალი სახელმწიფო დავუტოვოთ! მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას: თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე. თქვენი ენერგია უდიდესი მამოძრავებელი ძალაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ენა, მამული, სარწმუნოება, ოჯახის სიწმინდე - ეს ის მარადიული ღირებულებებია, რომელმაც ჩვენი არსებობა განსაზღვრა. სწორედ ამ იდეალებზე დაყრდნობით უნდა გახდეთ საუკეთესოები თქვენს მოწოდებაში, რათა ჩვენი სამშობლო უკვდავ იყოს მარადჟამს", - თქვა მან.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)