13:44 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 10:09:42, 1683 ნახვა

საზოგადოება
კულტურის სამინისტრო გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო, მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს უსამძიმრებს.

”10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი, რომელსაც კინოსა და თეატრში შესრულებული რამდენიმე ათეული როლისთვის მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო პრემია.

გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში.
არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უსამძიმრებს მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს”, - ნათქვამია კულტურის სამინისტროს სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics