|
2017-04-07 15:31:49, 2298 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით
დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური დებატების ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მწვავედ გააკრიტიკა. მან გიორგი მარგველაშვილს საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებელი უწოდა. ზურაბიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყველა ქართველის პრეზიდენტი არაა. „სამწუხაროდ, გაერთიანების და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად, ნელ-ნელა თქვენ იქეცით საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად და დღესაც ალბათ ვნახავთ თქვენსა და ერთი ფლანგის პოზიციათა შორის დიდ მსგავსებას. გადახვედით სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაში. სამწუხაროდ, თქვენ როცა შეირგეთ პირველ დღესვე ამ ადგილზე თქვენივე დანიშვნა, თქვენვე მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ პრეზიდენტის არჩევითობის პრინციპი. სამწუხაროდ, როცა შეწყალების დროს თქვენი ახლობლების მიმართ უფრო ლმობიერებას იჩენთ, ვიდრე უპატრონო მოქალაქეების მიმართ, თქვენვე თქვენს მორალურ ავტორიტეტს აქვეითებთ. სამწუხაროდ, როცა ვეტოთი ვხმალაობთ, იმის მაგივრად, რომ ეს ბერკეტი გამოიყენოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა ნამდვილად დემოკრატიული, ან სახელმწიფოებრივი პრინციპი ირღვევა და საფრთხის ქვეშ დგება, იმის მაგივრად, რომ მიგეჩვიათ საზოგადოება ჩვეულებრივ აზრთა სხვაობას, ჯანმრთელ დისკუსიას და ურთიერთაზრების პატივისცემას, თუმცა ეს მხოლოდ თქვენზე არაა დამოკიდებული, ამის მაგივრად დაპირისპირების და დაძაბვის მაგალითს აძლევთ, ამით თქვენს გამაერთიანებელ როლს აკნინებთ. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ მართლაც ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით. დღემდე ველოდები თქვენს მიერ გამოთქმულ პოზიციას, უცხოეთში მაცხოვრებელ ჩვენს თანამემამულეთა მიმართ, მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ძალიან ადვილად შეეგუეთ“,-მიმართა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტს. ამასთან, ზურაბიშვილის შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ახალი სიტყვა ვერ თქვა. „ამ საკითხის მოგვარებაში პრეზიდენტის მეტი ძალა გვჭირდება“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)