|
2017-04-07 11:05:28, 1493 ნახვა
საზოგადოება
ქვევრის ღვინომ OIV-ის მაგისტრანტებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებიქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობასშეისწავლიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 18 კაციანი ჯგუფი საქართველოს მიმდინარე კვირაში სტუმრობს. გაცნობითი ტურის ფარგლებში მაგისტრანტები ეწვიენ კახეთს, სადაც მოინახულეს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას, დააგემოვნეს სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები. თბილისში დაათვალიერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმი, სადაც მათთვის ქართული ღვინის კულტურის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა OIV-ის მაგისტრანტები უკვე მეორე წელია სტუმრობენ საქართველოს. „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის ოფისიც პარიზში მდებარეობს, აქვს სამაგისტრო პროგრამა, რომლის სტუდენტებიც სხვადასხვა ქვეყნის მეღვინეობის დარგს ეცნობიან. უკვე მეორე წელია პროგრამაში საქართველოცაა და აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის დარგს, მის ისტორიას, კულტურასა და განსაკუთრებულობას“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა. სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება სწორედ ქვევრის ღვინის დაგემოვნებამ და დამზადების ტექნოლოგიამ მოახდინა. „ვიდრე საქართველოს OIV-ის ეგიდით ვესტუმრებოდით, მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გვქონდა, თუმცა ვიზიტის შედეგად შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ქართული ღვინის ისტორია, ტრადიციები, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო, ასევე ზოგადად ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა, კულტურა და ქართული სიმღერა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, თუ როგორ ერწყმის ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს. ამ ყველაფრის შესახებ ბევრ ქვეყანაში არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას“ - აღნიშნა ჯგუფის ხელმძღვანელმა სანდრა კომბატმა. (NS)
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)