|
2017-04-06 21:40:35, 1544 ნახვა
საზოგადოება
სპორტის საერთაშორისო დღე ბათუმში მასობრივი სპორტული ღონისძიებით აღინიშნა
სპორტის საერთაშორისო დღე ბათუმში მასობრივი სპორტული ღონისძიებით აღინიშნა. 6 კილომეტრიან ველომარათონში, რომელიც ახალი ბულვარის ღია ამფითეატრიდან დაიწყო და ანბანის კოშკთან დასრულდა, რეგიონის მთავრობის წევრები და საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრში რიგით მოქალაქეებთან ერთად, აჭარის მთავარობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ აქციაში მონაწილეობა 200-მდე ადამიანმა მიიღო, მათ შორის ბათუმში სტუმრად მყოფმა ტურისტებმაც. დაჯილდოვდა 6 კილომეტრიანი მარათონის გამარჯვებული ქალთა შორის, 30 წლის უკრაინელი ქალბატონი ალიონა ბუსლაევა. დასაჩუქრდნენ ყველაზე უხუცესი და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეები, ასევე სპორტული ველოსიპედებით მრბოლელები. დაჯილდოებაში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ასევე აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი. აჭარის მთავრობა რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა. წელს ბათუმის მერიის მიერ განახლდა ველობილიკები. რეგიონში პერიოდულად ტარდება არაერთი სპორტული ღონისძიება და შეჯიბრი სხვადასხვა სახეობაში. აჭარის რეგიონი წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სპორტული მოედნების, სპორტ-დარბაზების მშენებლობა და კეთილმოწყობა. ბათუმში ახლახან გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსი. უახლოეს პერიოდში ჩაიყრება საძირკველი ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობას,რომელიც ოლიმპიურ სტანდარტებს დააკმაყოფილებს და სპორტის 25 სახეობას მოემსახურება. ახალ სპორტულ კომპლექსში გაიმართება 2018 წლის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი. (NS)
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)