|
2017-04-06 17:59:28, 2184 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: უვიზოდ მოგზაურობის პროცესი თავისუფლად მიმდინარეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა თავისუფლად და შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. მინისტრის განმარტებით, არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს საქართველოში საბუთების მოუწესრიგებლობის გამო მოუწიათ დაბრუნება. ჯანელიძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირში მოგზაურობის პროცესში ყველა ნორმა დაიცვან. "ჩემი ინფორმაციით პროცესი მიმდინარეობს ძალიან თავისუფლად. ჩვენი მოქალაქეების შესვლა და უვიზო რეჟიმით სარგებლობა მაქსიმალურად ხდება. არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც დოკუმენტები არ არის წესრიგში, თუმცა ეს არის ცალკეული შემთხვევები. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ გაითვალისწინონ ის პირობები, რასაც ჰქვია მიზნობრიობა ევროკავშირში შესვლის, უკან დაბრუნების შესაბამისი ბილეთი, ასევე ევროკავშირში ყოფნის პერიოდში მათი უზრუნველყოფის თანხა და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მათი იქ ყოფნის პერიოდში სასტურმოს ან მიმღები მხარის თანხმობას", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)