|
2017-04-06 16:43:59, 753 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ნატოს კვირეულის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა უცხო ქვეყნების ელჩებსა და თავდაცვის ატაშეებთან ნატოს შეკავების პოლიტიკასა და თავდაცვის რეფორმებზე ისაუბრა. ლევან იზორიამ დიპლომატების ყურადღება რეფორმის ოთხ ძირითად მიმართულებაზე შეაჩერა. „დიპლომატებთან მიმოვიხილეთ ის სტრატეგიული მიმართულებები, რომელიც 2014 წლის შემდეგ ნატოს გააჩნია. მათ წარვუდგინეთ ჩვენი ტრანსფორმაციის გეგმები, რომელიც თავსებადია ოთხ სტრატეგიულ მიმართულებასთან. სტრატეგიული მიმართულებები უკავშირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის უზრუნველყოფას, როგორც ნატოს წევრ, ისე პარტნიორ ქვეყნებში; ადეკვატურ დაფინანსებას და თავდაცვის ბიუჯეტში მეტ აქცენტს აღჭურვილობაზე; ასევე, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას, რომელიც საქართველომ შეასრულა, ასრულებს ღირსეულად და მომავალშიც მზად არის, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეიტანოს საკუთარი წვლილი; ვისაუბრეთ რეგიონულ უსაფრთხოებაზე, კერძოდ, შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილშიც ჩვენ კონკრეტული მზაობა გვაქვს. წინადადება წარვუდგინეთ ნატოს, რათა ეს ოთხი სტრატეგიული მიმართულება იყოს ჩვენთან თანამშრომლობით სისრულეში მოყვანილი“,- აღნიშნა ლევან იზორიამ. მინისტრმა დიპლომატებს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესში იჩენენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ნატოს სტრატეგიული გეგმის ადეკვატურად მოქმედებს. ლევან იზორიას განცხადებით, ქვეყნის ურყევი არჩევანი ალიანსში გაწევრიანებაა. მან დეტალურად განიხილა ის სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებასაც საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აპირებს. მოხსენებაში მინისტრმა ყურადღება ბუქარესტის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა და აღნიშნულ კონტექსტში ნატოს „ღია კარის პოლიტიკასა“ და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესი ალიანსის, ასევე ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებს პასუხობს და მიზნად ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს. გამოსვლის დასკვნით ნაწილში, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროცესი ნატოსთან კოორდინაციაში მიმდინარეობს და არსებულ გამოცდილებას ეფუძნება. დიპლომატებმა მინისტრის მოხსენება დადებითად შეაფასეს და რეფორმების განხორციელების პროცესში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვეს. დიპლომატებთან შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრნენ. უცხო ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა „ნატოს დღეების“ ფარგლებში გაიმართა. (NS)
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)