|
2017-04-05 13:53:30, 2045 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კაპანაძე: მთელი იდეა საპარლამენტო დებატების ის არის, რომ მოსახლეობამ ყველაფერი გაიგოს
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ტელეკომპანია GDS-დან გადასულმა დირექტორმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას საპარლამენტო დებატები არ მიაწოდოს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მწვავე დებატები და პრობლემები, რომლებსაც პარლამენტში განიხილავენ საზოგადოებამდე არ მივა. „დღეს დილიდან საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია გვარცელდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, რომელიც GDS-დან გადავიდა ამ არხზე, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის სხდომის, ბიუროს, კომიტეტების ლაივს აღარ მიაწვდის კომერციულ არხებს, გარდა იმ მასალისა, რომელიც გავა მეორე არხზე. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ის მწვავე დებატები, რომელიც გვაქვს პარლამენტში, ბიუროზე, კომიტეტებზე მოსახლეობამდე ვეღარ მივა და თუ შესრულდა ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ დღეს რა პრობლემებიც არის საზოგადოებაში: დაბალი ეკონომიკური ზრდა, სირარიბე, ინფლაცია, გაზრდილი სახელმწიფო ვალი და დისკუსია, რომელილც ჩვენ გვაქვს ხოლმე პარლამენტში აღარ იქნება საზოგადოებასთან მიტანილი. ასევე ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ვერ გაიგებენ თუ რისი წინააღმდეგი ხართ თქვენ. მაგალითად: რამდენიმე დღის წინ, დარგობრივ კომიტეტზე თქვენ წინააღმდეგ მიეცით ხმა იმ წინადადებას რომელიც ეხებოდა გადასახადების გაუმჯობესებას, ბიზნესის ზრდას და მთელი იდეა საპარლამენტო დებატების ის არის, რომ ამის შესახებ გაიგოს მოსახლეობამ", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)