14:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 13:49:33, 1593 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვეს

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის პლენარული სხდომა დატოვეს, სადაც  მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ:

„ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ  ამ განხილვების განმავლობაში შეგვიზღუდეთ პრაქტიკულად ყველანაირად აზრის გამოთქმის საშუალება, მოგვიხსენით  ფრაქციების დროით გამოსვლის საშუალება, გვაწყვეტინებდით და გვითიშავდით მიკროფონებს, საბოლოოდ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის, სუს-ის ნოტარიუსად ქცევას.  ამ ინიციატივით, რომელიც დააყენა ქალბატონმა ბესელიამ, ჩვენ პრაქტიკულად პარლამენტში გავხადეთ მთელი საკანონმდებლო პროცესი ფარსი. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ვინაიდან ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის დაკვეთით მომზადებული კანონპროექტი, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენაზეც კი უარი განაცხადა. ჩვენ ვტოვებთ პროტესტის ნიშნად ამ სხდომას“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ მან რეგლამენტის შესაბამისად,  ე.წ. მცირე საპარლამენტო საბოტაჟი აღკვეთა, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ:

„ბევრად უფრო მარტივად იყო აქ საქმე, თქვენ რეგლამენტის შესაბამისად ახორციელებდით ე.წ. ფილიბასტერინგს, მე რეგლამენტის შესაბამისად აღვკვეთე ფილიბასტერინგი,  ე.წ. მცირე საპარლამენტო საბოტჟ.  ეს იყო საერთო სურათი, თქვენი არჩევანი იყო ეს ყველაფერი, ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს. დიდი მადლობა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics