17:38 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-29 14:14:16, 2792 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს გონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს იმას, რომ ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია, შეიძლება, ცოტა გამოსწორდეს, ლანძღვა-გინების მიღმა თუ აქვთ არგუმენტი, დავინახავთ, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს სამმართველო მოიტანს, და გვაჩვენებს შედეგებიც, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის პოლიტიკური დებატებისთვის. როდესაც ლანძღვა-გინებაზე არიან გადასული პროევროპული ძალები, რა თქმა უნდა, იქ ითრგუნება ყოველგვარი ღია დისკუსია. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის და ჩვენი უსაფრთოხებისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია, არ იყოს სიძულვილის ენის გამოყენების მეშვეობით ურთიერთობების ესკალაციის წაქეზება.

ამასთან, მეორე, რასაც ეს მოიტანს, არის ის, რომ ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია, შეიძლება, ცოტა გამოსწორდეს. დღეს ქართველების თვალში სიძულვილი ასოცირებულია ​პროევროპულობასთან. ვხედავთ, რომ ვინც იბრალებს პროევროპულობას, სწორედ ისინი არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები სოცმედიაში და არამხოლოდ. ამიტომ, რაც ზიანდება ამით, არის თავად ევროკავშირის რეპუტაცია. ევროკავშირს თუკი არ უნდა, კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვა-გინებასა და სიძულვილის ენასთან, ვფიქრობ, ევროკავშირიც გულშემატკივარი უნდა იყოს ამ წამოწყების, რაც, საბოლოო ჯამში, აიძულებს ე.წ. პროევროპულ ძალებს, დაუბრუნდნენ ზრდილობიან, უხამსობის გარეშე რიტორიკას და ამით გაგვაგებინონ, რა სურთ. გავიგეთ, რომ ლანძღვა-გინება კარგად ცოდნიათ. ლანძღვა-გინების მიღმა თუ აქვთ რაიმე არგუმენტი და სათქმელი, ამას დავინახავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics