14:42 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 15:20:12, 1736 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველო-სომხეთის მომავალი ურთიერთობები საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ

საქართველოსა და სომხეთს აქვთ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა და ჩვენი მომავალი ურთიერთობები ამ საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგასთან  კარენ კარაპეტიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა კარენ კარაპეტიანს საქართველოს მეგობარი ქვეყნის, სომხეთის განვითარების საქმეში წარმატებები უსურვა.

ქართველ კოლეგას მოწვევისა და თბილი მიღებისთვის სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.

„სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივები. ჩვენ გარკვეული იდეებით ჩამოვედით და სიამოვნებით განვიხილავთ მათ თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება. დიდი მადლობა იმ თბილი მიღებისთვის, რაც ჩვენს დელეგაციას აღმოუჩინეთ", - მიმართა კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილს.

მხარეებმა, პირისპირ შეხვედრისას, სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics