|
2017-02-15 11:12:59, 3232 ნახვა
მსოფლიო სხვადასხვა
ლარს ფონ ტრიერი დონალდ ტრამპის შთაგონებით 'სერიულ მკვლელზე' ფილმს გადაიღებს
რეჟისორი, ლარს ფონ ტრიერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინსპირაციით სერიულ მკვლელზე ფილმს გადაიღებს,-ამის შესახებ The Guardian იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი ფილმის სახელწოდებაა -The House That Jack Built stars. ფილმის სცენარის თაანხმად, საუბარია ძალიან ჭკვიან სერიულ მკვლელზე. ფონ ტრიერის განცხადებით, აღნიშნული ფილმი ეძღვნება იმ აზრს, რომ ცხოვრება ზოგჯერ ბოროტი და უსიცოცხლოა. ამ შემთხვევაში, საუბარია ჰომო-საპიენსზე, რომლის სახელსაც ამჟამინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკავშირებენ. ფილმის გადაღება შვედეთში, მარტში დაიწყება და მაისამდე გაგრძელდება. ფილმის ზოგიერთ მონაკვეთს დანიაშიც გადაიღებენ. პრემიერა 2018 წელსაა დაგეგმილი. მედიის ცნობით, ფონ ტრიერი 2011 წელს კანის კინოფესტივალზე, საკუთარი ფილმის გარშემო აგორებული სკანდალის გამო, ძირითადად მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. მან გამართულ პრესკონფერენციაზე იხუმრა, რომ ნაცისტური გერმანიის ლიდერის ადოლფ ჰიტლერის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. მოგვიანებით ფონ ტრიერმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ის მაინც დროებით პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ცნობისთვის, ფონ ტრიერი ამერიკაში არასდროს ყოფილა, მაგრამ მის მიერ გადაღებული ბევრი ფილმების მოქმედება იქ ვითარდება.
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)