|
2017-02-11 16:24:19, 4053 ნახვა
სხვადასხვა
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც სიგარეტის მოწევას თავს ანებებთ
მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი ადამიანი მოიხმარს თამბაქოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. ყველა მწეველმა იცის თუ რა ემართება ორგანიზმს ერთი ღერის მოწევისას, მაგრამ არცერთი არ იაზრებს და არ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას. ამასთან, ცოტამ თუ იცის რა ემართება ადამიანის ორგანიზმს მოწევის დანებების შემთხვევაში. შესაბამისი დეტალური განმარტება, AsapSCIENCE-მა გამოაქვეყნა. მოწევის დანებების პირველ 20 წუთში - გულისცემა და სისხლის წნევა ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება (ნიკოტი გულისცემას ზრდის და სისხლძარღვებს ავიწროებს). გარდა ამისა, ადამიანი კიდურებში სიცივეს გრძნობს, რაც ნიკოტინისთვის არის დამახასიათებელი, ნორმალურ ნიშნულზე ბრუნდება. 2 საათში - ჩნდება ნიკოტინის მიღების დიდი სურვილი, რის გამოც ადამიანი უხასიათო ხდება. იმატებს ძილიანობა, სუსტდება მთელი ორგანიზმი და ნორმალურად ჩაძინებას ვერ ახერხებს. ეს განპირობებულია იმით, რომ ორგანიზმში მცირდება დოპამინის რაოდენობა, რასაც ნიკოტინის საშუალებით იღებდით. 8 საათში - სისხლის მიმოქცევაში ჟანგბადის რაოდენობა ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება. ადამიანს, რომელსაც 24 საათში არცერთი ღერი არ მოუწევია - ხშირი ხველა ეწყება, რაც იმით არის განპირობებული, რომ ფილტვები ტოქსინებისგან იწმინდება. მცირდება გულ-სისხლძარღვთა არტერიული დაავადებების განვითარების საშიშროება. 48 საათი - ნიკოტინი და მისი მეტაბოლიტები მთლიანად არის გამოდევნილი ორგანიზმიდან. დაზიანებული ნერვული დაბოლოებების აღდგენა იწყება. გემოს რეცეპტორები, რომლებიც კუპრისგან იყო დაზიანებული, აღდგენას იწყებს და საკვები უფრო გემრიელი გვეჩვენება. 72 საათში - ნიკოტინის გამოდევნის გამო, ნიკოტინის ყოფილ მომხმარებელს თავის ტკივილი ეწყება, ამას თან ახლავს გულისრევა, შფოთვა და/ან დეპრესია. 1 თვეში - მცირდება რისკი, რომ განვითარდეს მე-2 ტიპის დიაბეტი, სიმსივნე და კარდიო დაავადებები. 3-დან 9 თვემდე - ყოფილი მწეველი პრაქტიკულად აღარ ახველებს. 10 წელიწადში - ფილტვის სიმსივნის განვითარების რისკი ნახევარჯერ მცირდება მწეველ ადამიანთან შედარებით. 15 წელიწადში - გულის შეტევის ალბათობა ისეთივეა, როგორიც იმ ადამიანის შემთხვევაში, ვისაც არასდროს მოუწევია.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)