|
2017-01-04 18:48:38, 2065 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„ვწუხვარ, ვერ ავლაგმე პრაქტიკა, როცა სახელმწიფო ადამიანს უხდის ხელფასს და ის მოქალაქეს პარტიულად ელაპარაკება“
სააპელაციო სასამართლოში თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდზე მიმდინარე პროცესზე დედაქალაქის ყოფილი მერი, ბრალდებული გიგი უგულავა დასკვნითი სიტყვით გამოვიდა. უგულავას განცხადებით, მას არ ჰქონია განზრახვა, ადამიანთა დასაქმება პარტიული ნიშნით მომხდარიყო. მისივე თქმით, ადმინისტრაციული ორგანოსა და პარტიის გამიჯვნა შეიძლებოდა, თუმცა ამისათვის საკმარისად ვერ იმუშავა. უგულავა ამბობს, რომ ცუდია, თუ სახელმწიფო ინსტიტუტში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ, როგორც მმართველი პარტიის აგიტატორები: „სამწუხაროდ, ის, რაც მინდოდა რომ კარგად გამოსულიყო, არ გამოვიდა კარგად. ადამიანს, როდესაც სახელმწიფო უხდის ხელფასს და ის მიდის მოქალაქესთან და პარტიულად ელაპარაკება, ძალიან ცუდია. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ცუდი პრაქტიკა ვერ ავლაგმე. ეს ამბავი ასე არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ასე გამოვიდა. სახელმწიფო ინსტიტუტში დასაქმებული ადამიანები თუ მუშაობენ, როგორც მმართველი პარტიის აგიტატორები, ეს არის ცალსახად ცუდი. ამას ვემიჯნები იმიტომ, რომ ჩემი პრობლემა არის, მაგრამ არც სხვას არ ვაბრალებ,"-განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ,,თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდში“ გიორგი უგულავა დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისათვის და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გიორგი უგულავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს.
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)