21:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-12 17:58:53, 1037 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ხვალ კახეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ კახეთს ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი სოფელ ბაკურციხეში დავით სარაჯიშვილის რესტავრირებულ სახლ–მუზეუმს დაათვალიერებს და ახლადაშენებული სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელიც 14:00 საათზე გაიმართება.

მათივე ცნობით, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ცნობილი მეცენატისა და ქართული კონიაკის ფუძემდებლის, დავით სარაჯიშვილის სახლ–მუზეუმის კომპლექსს- სასტუმრო–მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ–მაცივარს სათანადო აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. სამუშაოები  შეასრულა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ"-მა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. სახლ-მუზეუმის კომპლექსში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდა 150 -მდე ადამიანი, უმეტესობა  ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics