|
2016-11-11 18:52:56, 910 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 48–ე ადგილზე მყოფი მიუნხენის ტექნიკურიუნივერსიტეტი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა. შეხვედრას საქართველოში ვიზიტით მყოფი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელიდანიელ გოტშალდი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე,საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი, თანაინვესტირებისფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე დაესწრნენ. შეხვედრაზე განიხილეს ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, პროფესორ–მასწავლებელთა და აკადემიური პროგრამების შერჩევისა და პროექტის განვითარებისთვის საჭირო სხვა თემები. ხაზი გაესვა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სასწავლო მიმართულებების სწორად განსაზღვრის აუცილებლობას, რაც მომავალში ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა მიუნხენისტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდილების მნიშვნელობაზე, რომელიც საინჟინრო–ტექნიკურ მიმართულებების მხრივ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 27–ე ადგილზეა. „ჩვენ გვაქვს დიდი ამბიციები საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველო არის ძალიან პერსპექტიული ქვეყანა არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების, არამედ კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც. ჩვენი დღევანდელი დისკუსიის მიზანიც სწორედ იმ გზების გამონახვას მიეძღვნა, რომლებითაც ჩვენ - გერმანელი და ბავარიელი პარტნიორები ჩავერთვებით ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის ფართომასშტაბიან პროექტში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები საერთაშორისო კამპუსის მართვის ცენტრისთვის აუცილებელი კვალიფიკაციის უზრუნველსაყოფად, რამაც საქართველოში ახალი ღირებულებების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი. ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მეორე ნაბიჯს უახლოეს მომავალში გადავდგამთ,"–განაცხადა დანიელ გოტშალდმა მთავრობის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)