19:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 10:58:47, 575 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობთ ამერიკელი ხალხის არჩევანს

 „ჩვენ რა თქმა უნდა ვგულშემატკივრობთ ამერიკელი ხალხის არჩევანს“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკის შეერთებული შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანელიძის თქმით, საქართველოს ამერიკის ორივე პარტიის მხარდაჭერა აქვს.

„ ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პარტიის ანუ ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც სულ ახლახანს, სექტემბერში დაფიქსირდა, როცა ამერიკის კონგრესში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთსულოვნად მიიღო ამერიკის კონგრესმა. ეს კიდევ ერთხელ ადადტურებს და ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და შესაბამისად ამერიკელი ხალხის ნებისმიერი არჩევანი იქნება რა თქმა უნდა ამ ურთიერთობების გაგრძელების მხარდამჭერი“, -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics