|
2016-10-05 11:51:17, 1541 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მამუკა ახვლედიანს თანამედროვე ყვარყვარე უწოდა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანსა და "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ. საბჭოს წევრებმა სხდომაზე მამუკა ახვლედიანი გააკრიტიკეს. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა, თვეების განმავლობაში სასამართლოს კრიტიკა მიმდინარეობდა და „ახლა რეალურად გამოჩნდა რა იყო ამის მიზეზი”. ”იყო ბრალდებები, რომლებიც კონკრეტულ წყაროს და კონკრეტული პირის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. საზოგადოება და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები ამას იყენებდნენ როგორც საშუალებას, რომ სასამართლო სისტემაზე განხორციელბულიყო ლანძღვა, ისტერიკა. აქედან გამომდინარე, სასამართლო სისტემამ უნდა იმსჯელოს, რა მოხდა რეალურად და იყო თუ არა სწორი საბჭო, როცა თვეების განმავლობაში მოქმედებდა და იმ ნაბიჯებს დგამდა, რა ნაბიჯებიც გადადგა. თვეების განმავლობაში მიდიოდა სასამართლოს დისკრედიტაცია, მისი ძირითადი წყარო და ინფორმაციის მიმწოდებელი რეალურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იყო",-განაცხადა მურუსიძემ. მურუსიძემ არასამთავრობოებს მიმართა დაიწყონ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან. იუსტიციის საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ასევე მიმართა შესაბამის ორგანოებს დაინტერესდნენ იმ ელექტრონული პროგრამის განხორციელებით, რომელიც ახვლედიანის თავმჯდომარეობის პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა გოჩა მამულაშვილმა მამუკა ახვლედიანს თანამედროვე ყვარყვარე უწოდა. ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის გავრცელებული აუდიო ჩანაწერი განიხილება.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)