19:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 19:13:23, 1395 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორთან ერთად „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

„ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სამინისტროსა და USAID-ის პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მიერ ერთობლივად ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ შუალედური სერვის-პროვაიდერი სატელეკომუნიკაციო კომპანიებისა და 50-მდე ონლაინმაღაზიის წარმომადგენელი. 

შეხვედრა გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა და USAID-ის პროექტ G4G-ის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა.  

დავით ხუციშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა კანონის პროექტის შემუშავების მიზნებზე და აღნიშნა, რომ კანონპროექტი მაქსიმალურად იცავს მომხმარებელთა უფლებებს ელექტრონული კომერციის პროცესში და ამ პროცესში შუალედურ სერვის-პროვაიდერებს აცილებს ზედმეტ ვალდებულებებს. მან მადლობა გადაუხადა USAID-ს პროექტ G4G-ის გაწეული დახმარებისთვის. 

პროექტის დეტალები შეხვედრის მონაწილეებს  მუხლობრივად გააცნო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ. ძირითად საკითხებს შორის ყუბუსიძემ ისაუბრა კანონპროექტის მიზნებზე,  ელექტრონული კომერციის პროცესში მიმწოდებლის, მომხმარებლის, სერვისის მიმღებისა და შუალედური სერვის- პროვაიდერის უფლებებსა და ვალდებულებებზე. 

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია და გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს კანონპროექტის მნიშვნელობა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნული მიმართულებით კერძო სექტორთან თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics