|
2016-09-29 19:57:57, 1579 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს ფორუმი - „ტურიზმის ინდუსტრია 2016“ ბიზნეს ჯორჯიას ორგანიზებით აჭარაში გაიმართა
კომპანია Business Georgia-მ 29-30 სექტემბერს ბიზნეს ფორუმს ‘’ტურიზმის ინდუსტრია 2016’’ ციხისძირში მდებარე სასტუმროსა და გამაჯანსაღებელ კომპლექს „კასტელო მარეში“ უმასპინძლა. თემის ფარგლებში განხილული იქნა ‘’საქართველოს ტურიზმის წარსული, აწმყო და მომავალი’’. ღონისძიების მთავარი მიზანი დამსწრე საზოგადოებისთვის, ტურიზმის მნიშვნელობის ხაზგასმა იყო, თუ როგორ შეუძლია ტურიზმს განავითაროს კერძო სექტორი. ღონისძიებას, ტურიზმის სფეროს, 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ლიდერი დაესწრო. მათ შორის იყვნენ მაღალი დონის პოლიტიკოსები, ექსპერტები და სპეციალისტები კერძო სექტორიდან, აკადემიკოსები და მედია წარმომადგენლები, რომლებმაც ტურიზმის განვითარების მიზნით გაცვალეს და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი იდეები, ცოდნა და გამოცდილება. ბიზნეს ჯორჯიას გენერალური დირექტორის, ანა გოგიშვილის განცხადებით, ‘’ტურიზმის ინდუსტრია 2016’’ ყველაზე საინტერესო და შედეგის მომცემი ტურისტული ფორუმი იყო, რომლის მეშვეობითაც ქართველ და საერთაშორისო სტუმრებს გავუზიარეთ საქართველოს ტურიზმის წარმატების ისტორია, მიმდინარე ამოცანები, გადაწყვეტის გზები და პრაქტიკული მაგალითები’’. ‘’ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნეს ჯორჯია ბიზნეს ფორუმს ტურიზმის ინდუსტრიის თემაზე ულამაზეს, ტურისტულად აქტიურ რეგიონ - აჭარაში მასპინძლობს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ და გაეზიარებინათ ერთმანეთის გამოცდილება კულტურულად და ისტორიულად მდიდარ გარემოში. განსახილველი თემები შერჩეული იყო ისე, რომ გაჩენილიყო მოსაზრებები, რომელებიც გაზიარებადი და პრაქტიკაში გამოყენებადია, მაგალითად თუ როგორ უნდა დავიპყროთ ტურისტის გული კონკურენტულ და გამოწვევებით სავსე გარემოში", - განაცხადა ანა გოგიშვილმა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)