|
2016-09-28 17:31:55, 1444 ნახვა
სამართალი
სამი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ანგარებით, სამი პირის განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა დატარებისთვის ბრალდებული დავით ბეჭვაია დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ემუხლის მესამე ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 9 თებერვალს დავით ბეჭვაია მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა პირუტყვით მოვაჭრე პაატა ჩუბინიძეს და თითქოსდა გასაყიდი პირუტყვი ჰყავდა, პაატა ჩუბინიძე მოტყუებით დაიბარა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხეცერაში. მეორე დღეს, 10 თებერვალს, პაატა ჩუბინიძე მერაბ აბესაძესთან და გიორგი ფირჩხაძესთან ერთად, შეთანხმებისამებრ დილის ათი საათისთვის მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით სოფელ ხეცერაში ჩავიდა და დავით ბეჭვაიას შეხვდა. დავით ბეჭვაიამ პაატა ჩუბინიძე, მერაბ აბესაძე და გიორგი ფირჩხაძე ტყის მასივისკენ გაიტყუა და „MAKAROV PM" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, განზრახ მოკვლის მიზნით, სამივე პირს სხეულის სხვადასხვა არეში ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად პაატა ჩუბინიძე, მერაბ აბესაძე და გიორგი ფირჩხაძე ადგილზე გარდაიცვალნენ. დავით ბეჭვაია დაეუფლა პაატა ჩუბინიძის კუთვნილ 1920 ლარს და 10 აშშ დოლარს, გვამები ბუჩქნარში გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დავით ბეჭვაია 2016 წლის 12 თებერვალს ქ. ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვა და ტარება) წარედგინა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დავით ბეჭვაია სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)