|
2016-09-28 14:04:25, 1230 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯაფარიძე: ვერ ვხედავ იმ მოცემულობას, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდეს
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე რევოლუციაზე საუბარს ბოდვად მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, საქართველოში რევოლუციური განწყობა არ არის და არც არჩევნების ტოტალური გაყალბების საფუძველია. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ის ვერ ხედავს რაიმე საფუძველს იმისა, რომ რაღაც ტოტალური გაყალბება ხდებოდეს ქვეყანაში. “თუ საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდება, მაშინ ხალხს აქვს უფლება ხელისუფლება შეცვალოს მათ შორის არაკონსტიტუციური მეთოდებითაც კი. მაგრამ ზოგადად არანაირი რევოლუცია არ იქნება ქვეყანაში, ამის არც ფონი არსებობს, არც განწყობა და ვერც ვხედავ იმ მოცემულობას, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდეს, ასეთი მოცემულობა არ არის. არჩევნებზე არის ბევრი პრობლემა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საარჩევნო სისტემა, რომ არის არასწორი, მაგრამ ვერც მე და ვერც დიმპლომატიური მისიების წარმომადგენლები, რომლებთანაც მე მაქვს კომუნიკაცია, ვერ ვხედავთ რაიმე საფუძველს იმისა, რომ რაღაც ტოტალური გაყალბება ხდებოდეს ამ ქვეყანაში”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, 100 პროცენტიანი ნდობა არც ერთი ეგზიტპოლის და სოციალური კველევის არ აქვს, მათ შორის არც „რუსთავი 2“-ის.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)