|
2016-09-27 12:42:18, 1292 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სესიაშვილი: ეს არის კონკრეტული სამხილი, რომლითაც ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სისხლისღვრა სურს
„ეს არის ძალიან მკაფიო სამხილი, რომლითაც პირდაპირ ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ქვეყანაში არეულობის და სისხლისღვრის მოწყობა სურთ“, - ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყვარელსა და თელავში ირაკლი სესიაშვილი ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. სესიაშვილის შეფასებით, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოხაზავს ხელს უწყობს „საბოტაჟნიკებს“ და რევოლუციონერებს. „ეს არის კონკრეტული, ძალიან მკაფიო სამხილი, რომლითაც პირდაპირ ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს სურთ ქვეყანაში არეულობა, სისხლის ღვრა და დესტაბილიზაცია. მათ ხელოვნურად უნდათ რევოლუციის მოწყობა. ყველა ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოხაზავს ფაქტობრივბად ხელს უწყობს ამ „საბოტაჟნიკებს“ და რევოლუციონერებს. ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყანაში არეულობა მოახდინონ. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავები დროულად მოახდენენ ამაზე რეაგირებას და შესაბამის სამართლებრივ სვლას მისცემენ. ყველაფერს აქვს საზღვარი“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)