|
2016-09-26 13:40:45, 1231 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ივანიშვილი: მოლოდინი, რომ მოვიდა ივანიშვილი და ყველა მიიღებს ყველაფერს, გადაჭარბებული იყო
„დაბალანსებული ხალხი ვართ, თუმცა მოლოდინი გადაჭრბებული იყო“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მასთან დაკავშირებით მოლოდინსა და რეალობას შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო. „ვფიქრობ, ჩვენ საოცრად დაბალანსებული ხალხი ვართ. სულ ამაზე ვაკეთებდი აქცენტს. მაგალითად, ბიზმესმენებთან როდესაც ვიყავი შეხვედრაზე, მათ ვუთხარი, რომ თქვენზე კარგად ვერავინ ვერ გაანალიზებს და იქნებ დაეხმაროთ საზოგადოებას. იქვე გავუსვი ხაზი და დავსძინე, რომ მათი აქტიურობა და დომინანტობა არ იკვეთება. ისევ ისტორიულ მახსოვრობაზე ვზივართ და ზურგის ტვინიდან გრძნობენ ჩვენი მოსახლეები იმას, თუ როგორ და რა უნდა გააკეთონ. უკმაყოფილება შეიძლება ჩემი მხრიდან გამოიკვეთოს, თუმცა არასდროს არ მითქვამს და არ მისაყვედურია მოსახლეობისთვის. მოსახლეობას უნდა დაეხმარო და არა უსაყვედურო. რა თქმა უნდა ასევე არის დისბალანსი. დისბალანსი არის გამოწვეული იმით, რომ ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება ბოლო წლების განმავლობაში სახელწიფოს მართვის და ხელისუფლების მოქმედების პრინციპების შეფასება გვაკლია. ამას ასწლოვანი პრაქტიკა უნდა. შესაბამისად, მოლოდინსა და რეალობას შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო. ის, რომ მოვიდა ივანიშვილი და ელოდნენ, რომ ყველა მიიღებდა ყველაფერს ეს იყო გადაჭარბებული. ამ გადაჭარბებას მე არ მივაწერ ფსიქოლოგიას, ამ გადაჭარბებას უახლოეს ისტორიაში გამოუცდელობას მივაწერ“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)