|
2016-09-26 12:54:00, 1262 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი ეკონომიკაზე: დღეს ისეთ სახელმწიფოებს ვუსწრებთ, ჩამოთვლაც კი მერიდება
მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 2012 წელს 137 ადგილს იკავებდა, დღეს კი ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტს ასწრებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველო ეკონომმიკური განვითარების ტემპებით ლიდერი ქვეყანაა. "მაკროეკონომიკური გარემო რაც კომპლექსურად განსაზღვრავს დამოკიდებულებას ხელისუფლების, როგორია პოლიცია, როგორია მენეჯმენტი და ა.შ. მაკროეკონომიკური გარემო რაც ძირითადი დამახასიათებელია სახელმწიფოსი, საქართველო იყო 137-ე ადგილზე 2017 წელს, ბოლოდან მე-6 ადგილზე იყო. დღეს ვასწრებთ ისეთ სახელმწიფოებს, ამ გარემოთი, რომ ჩამოთვლაც კი მერიდება, საფრანგეთი, ბელიგია, ირლანდია, ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტს ვასწრებთ დღეს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ იმიტომ რომ რეგიონი იყო ესეთ დღეში და კრიზსო იყო, ევროპაში არ არის დღეს საუკეთესო სიტუაცია ეკონომიკის განვითარების და ზრდის ტემპების მხრივ, ერთი სახელმწიფო ამაზე მეტად ვერ გააკეთებს მკვეთრ ნაბიჯს. ჩვენ ვართ ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით, სხვაგან კლების საფუძველზე ჩვენი სამი პროცენტი შთამბეჭდავია, მაგრამ ეს ვერ გახდება შთამბეჭდავი შიდა მოხმარებისთვის და მოსახლეობისთვის, რომლებიც ასეთ გლობალურ ანალიზში არ გამოგყვებიან და გასაგებია. მათ სურთ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ საუკეთესო პირობები, რომ ოჯახი შეინახონ ღორსეულად", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)