|
2016-09-26 12:18:13, 1228 ნახვა
კომენტარი
თსუ-ს რექტორი: ჩემი აზრით, სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერება ძალიან ცუდი პრაქტიკაა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებსა და რექტორ გიორგი შარვაშიძეს შორის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. სტუდენტები დაინტერესდნენ, ფიქრობს თუ არა შარვაშიძე, რომ განათლების შესახებ კანონში ცვლილებებია საჭირო. რექტორის თქმით, ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობას დღესვე დაიწყებენ. მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში შეიქმნება უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა. „ერთიანი ხედვა უნივერსიტეტის განვითარების ყველა მხარის ჩარულობით უნდა შეიქმნას. პრინციპულად ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია“, - აღნიშნა შარვაშიძემ. მისივე თქმით, უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარებას დიდ ყურადღებას მიაქცევს. გარდა ამისა, სტუდენტებმა რექტორს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებითაც კითხეს. რექტორის განცხადებით, მისი პოზიციაა, რომ სტუდენტის სტატუსის შეჩერება ცუდი პრაქტიკაა. „გეთანხმებით, ძალიან ცუდი პრაქტიკაა. მართლა მაინტერესებდა რა ხდება. სტატუსის შეჩერება ხშირად დაკავშირებული იყო იმასთან, რომ არ შეუძლია სტუდენტს თანხის გადახდა, ან მცირე იყო დავალიანება, რის გამოც ხდებოდა სტატუსის შეჩერება. საერთოდ, ჩემი აზრით, სტატუსის შეჩერება არის ცუდი პრაქტიკა. ყველას რომ მიეცეს საშუალება მიიღოს უმაღლესი განათლება, ეს ჩემი ოცნებაა. გავერკვევი ამ საკითხში. დღესვე მიიღებთ პასუხს“, - განაცხადა შავრაშიძემ. სტუდენტებმა ასევე აკადემიური რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რაზეც რექტორმა განაცხადა, რომ ამ საკითხსაც მიაქცევს ყურადღებას.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)