|
2016-09-22 15:16:10, 1264 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ინოვაციური მიდგომები ჩვენს ქვეყანაში დამატებით ღირებულებას ქმნის
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფორუმს "არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულელები მარკეტინგსა და შეფუთვაში" დაესწრო. დიმიტრი ქუმსიშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მარკეტინგის სფეროში ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „პალიტრა მედიის,“ „კოლორპაკის“, hp-ისა და „მარკეტერის“ ორგანიზებით თბილისში ტარდება მარკეტინგის ფორუმი, რომელიც ეძღვნება ინოვაციურ და არასტანდარტულ მიდგომებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ ინოვაციური მიდგომები ქმნის დამატებით ღირებულებას ჩვენს ქვეყანაში. მარკეტინგი არის სწორედაც ის მიმართულება, რომელიც ამოძრავებს ბაზარს და ადამიანებს ანდომებს, ფული დახარჯონ სწორედ იმ პროდუქტში, რომელიც სჭირდებათ. მე მინდა წარმატება ვუსურვო დღევანდელ ფორუმს, ძალიან საინტერესო სპიკერები ყავთ ჩამოყვანილი ისრაელიდან, ასევე საფრანგეთიდან, ძალიან საინტერესო გამოცდილების გაზიარება მოხდება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ღონისძიების ბოლოს ჩვენი მარკეტერები, ის ადამიანები, ვინც მარკეტინგის სფეროში საქმიანობენ, გაცილებით მეტ ცოდნას შეიძენენ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სტამბა „კოლორპაკი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია. ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით კომპანიამ შესაფუთი და სარეკლამო მასალების წარმოება დაიწყო და ამ სფეროში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. პროგრამის ფარგლებში სტამბის შესაქმნელად აღებული სესხის პროცენტი „კოლორპაკს“ მეწარმეობის განვითარების სააგენტომ დაუფინანსა. (NS)
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)