|
2016-09-22 12:30:42, 1608 ნახვა
კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: ეკა გიგაურმაც მიიღო პაგონები
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს. როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებში ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს წარმოადგენენ. ამის შესახებ ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, 26 მაისის კადრების ახლა გავრცელებაში, პოლიტიკური ქვეტექსტი ჩანს: "რომელი მესამე სექტორი?! ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება ხომ, უკაცრავად და გარყვნეს, იქ ისეთი ხალხი შედის, ისეთ ნიშაში შევდინენ, რომ ასეთი აგრესიული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც არ არიან ძალიან ხშირად, რომლებიც არასამთავრობოებს აფარებენ თავს. ალბათ პაგონებიანმა გიგაურმა თქვა.იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო რაღაც პაგონები მაგ დროს. მე არვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე ვაკრიტიკებ მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს, რომ ამ სექტორს ნუ აბინძურებენ. გამოვიდნენ და თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებია რიან. კეთილი ინებონ და დაირქვან სახელი, რომელიც მათ ეკუთვნით. ორმაგ დანაშაულს ჩადიან, როგორც "ლეიბორისტულ პარტიას" მოვიხსენებ. ერთი სირცხვილი შემორჩა. რამდენიმე პარტია იყო ფსევდოოპოზიცური და ეს სირცხვილი შემორჩა კიდევ საქართველოს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, "ლეიბორისტული პარტია" "ნაციონალურ მოძრაობაზე" უარესია, რადგან ის მათ ემსახურება, მათი წევრია და ამ დროს კიდევ ცრუობს, რომ იქ არ არის.ორმაგი დანაშაული გამოდის",-აღნიშნა ივანიშვილმა კახეთში, სადაც რეგიონული შეხვედრების ფარგლებში იმყოფება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)